გორის “დილამ” მოქმედ ჩემპიონ “სამტრედიას” 2:1 სძლია. დავით კირკიტაძემ ჯერ ტავად გაიტანა ახლო მანძილიდან, მერე კი კონტრშეტევა დაიწყო და ლევან ნონიკაშვილს გაატანა ბურთი და მანაც საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.
მხოლოდ ამის შემდეგ, სამტრედიელებმა მოახერხეს ერთი ბურთის გაქვითვა: გიული მანჯგალაძემ კუთხური ჩააწოდა და ნიკა სანდოხაძემ თავურით გაიტანა – 2:1.
“სამტრედია” ბევრს ეცადა, თუმცა ვერაფრით მოახერხა გათანაბრება. ამას ისიც მოჰყვა, რომ გიორგი მჭედლიშვილი გააძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო. “დილა” მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “სამტრედია” მესამეზე დარჩა და საწირო სამი ქულა დაკარგა.
დილა – სამტრედია 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 კირკიტაძე (11), 2:0 ნონიკაშვილი (21), 2:1 სანდოხაძე (32)