ფეხბურთი

16:33 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: “ვიტ ჯორჯია” სამეულის შანსს ინარჩუნებს

ეროვნულ ლიგა 2-ში 27-ე ტური დასრულდა, ანუ მიილია ჩემპიონატის სამი მეოთხედი. ტურის საწყის სამ შეხვედრაზე ვწერდით, დანარჩენ ორ თამაშსკი განსხვავებული ხასიათიჰქონდა.

მეორეადგილოსანმა “რუსთავმა” ტყიბულის “მეშახტეს” 5:0 სძლია და ისევ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მერანს”. ამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა დათა სიჭინავამ, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს. ერთი პენალტით შეაგდო, მეორე კი – ცენტრიდან. მეორე გოლის ვიდეო ჩვენს საიტზეა ატვირთული.

“ვიტ ჯორჯიამ” გასვლაზე 1:0 მოუგო ლანჩხუთის “გურიას” და მეექვსე ადგილზეა, თუმცა 7 ქულით ჩამორჩება მესამეზე მყოფ ბოლნისის “სიონს”. ანუ, თბილისელებსაც გარკვეული შანსი გაუჩნდათ. გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა კონტრშეტევის შემდეგ. მანამდე ლანჩხუთელებმა ხარიხას მოარტყეს ბურთი, სტუმრებმა კი წამოიღეს და იქით გაუტანეს.

რუსთავი – მეშახტე 5:0 (3:0)

გოლები: 1:0 სიჭინავა (22 პენ), 2:0 სიჭინავა (36), 3:0 სამხარაძე (44), 4:0 ცაცკრიალაშვილი (67), 5:0 ქათამაძე (70)

გურია – ვიტ ჯორჯია 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ღირდალაძე (37)

შეგახსენებთ, პირველადგილოსანი პირდაპირ გადადის ეროვნულ ლიგაში, მეორე- და მესამეადგილოსნებს კი პლეი-ოფი ელით ეროვნული ლიგის მერვე- და მეცხრეადგილოსნებთან.

0.119888