ჩოგბურთი

13:39 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნოკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშია

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალშია. ქართველი მეოთხედფინალურ ეტაპზე უზბეკეთის წარმომადგენელ დენის ისტომინს შეხვდა და მეტოქეს ორ სეტში აჯობა.

ნიკოლოზმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, ხოლო მეორეში განსაკუთრებული პრობლემები აღარ შექნია - 6:3. ამრიგად, ბასილაშვილი მეცის ტურნირში ასპარეზობას აგრძელებს.

ქართველი ჩოგბურთელი 1/2-ფინალურ მატჩს დღეს ჩაატარებს. მისი მეტოქე ტურნირზე მე-7 ნომრად განთესილი ფრანგი ბენუა პერი იქნება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 17:20 საათზე დაიწყება.

0.065173