ჩოგბურთი

18:43 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მუგურუსას მეორე გამარჯვება ტოკიოში

ტოკიოს ტურნირის მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა გარბინიე მუგურუსამ ფრანგი კაროლინ გარსია 6:2, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. გარბინიემ ორი სეტი მარტივად მოიგო.

ესპანელმა 7 ბრეიკპოინტიდან 4 გამოიყენა, ხოლო გარსიამ მხოლოდ ერთი ბრეიკი გაახერხა.

ნახევარფინალში მუგურუსა ვოზნიაცკი-ციბულკოვას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ტოკიოს ტურნირის საპრიზო ფონდი 1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062786
სარეკლამო ადგილი - 99
X x X