საქართველოსა და რუმინეთის ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა შეუძლია როგორც თბილისის ოლიმპიური სასახლის სალაროებში, ასევე ბმულზე: www.tkt.ge/futsal. ბილეთის ფასი 5 ლარია.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხი მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა შორის 26 სექტემბერს, 20:30 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. პლეი ოფში გამარჯვებული ნაკრები 2018 წელს სლოვენიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის რუმინეთში გამართული პირველი შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.