ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემამ Kicker–მა ბუნდესლიგის მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე მიუნხენის “ბაიერნიდან” მოხვდა, რომელმაც გასვლაზე “შალკეს” განადგურება (3:0) მოახერხა. აღსანიშნავია, რომ სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა “აუგსბურგის” მეკარე მარვინ ჰიტცი.
ტურის რჩეული გუნდი ასეთია:
მეკარე: მარვინ ჰიტცი (“აუგსბურგი”);
მცველები: ნიკლას სულე (“ბაიერნი”), ქარიმ რეკიკი (“ჰერტა”), რანი ხედირა (“აუგსბურგი”);
ნახევარმცველები: სებასტიან რუდი, ხამეს როდრიგესი (ორივე “ბაიერნი”), სუათ სერდარი (“მაინცი”), კრისტიან პულიშიჩი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელები: რაფაელი (“გლადბახი”), ანდრეი იარმოლენკო (“დორტმუნდი”), მარკ უტი (“ჰოფენჰაიმი”).