გიორგი პაპუნაშვილმა "რეალ სარაგოსაში" სადებიუტო, თანაც მოხდენილი გოლი გაიტანა და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ამ გოლით საკუთარი გუნდი ესპანეთის სამეფო თასის 1/16 ფინალში გაიყვანა.
1/32 ფინალში "სარაგოსამ" "ლა რომალედაზე" "ლუგოს" უმასპინძლა და პაპუნაშვილის გოლით აჯობა - 1:0. გიორგიმ 22-ე წუთზე იხეირა: საჯარიმოში ორ მცველს შორის ტექნიკურად ითამაშა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა.
გარდა იმისა, რომ ჩვენებურმა გამარჯვების გოლი შეაგდო მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და თავისი გუნდის რიგებში გამორჩეულიც. 63-ე წუთზე გაფრთხილებაც მიიღო
აქვე გეტყვით, რომ გიორგი პაპუნაშვილი "სარაგოსაში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ეს მისი პირველი გოლია არაგონელთა რიგებში.