“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ილქაი გუნდოგანი, რომელმაც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ახლახან მოირჩინა ტრავმა, ინგლისის ლიგის თასზე “ვესტ ბრომვიჩთან” მოგებულ მატჩში (2:1) ისევ დაშავდა და 58-ე წუთზე მოედნის დატოვება მოუწია.
მანჩესტერელთა თავკაცი პეპ გვარდიოლა ამბობს, რომ გერმანელ ფეხბურთელს მუხლი აწუხებს, მაგრამ ტრავმა ისეთი სერიოზული არაა, როგორც ადრე და იმედი აქვს, გუნდოგანი მალე დაუბრუნდება გუნდს.