ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მატოტამ აღიარა, რომ თუ არგენტინელ თავდამსხმელს, პაულო დიბალას “ბებერი ქალბატონიდან” წასვლა მოუნდება, მას ვერანაირი ვალდებულებით გუნდში ვერ დატოვებენ.
“თუ ვილაპარაკებთ დიბალაზე, ამ შემთხვევაში მხოლოდ მოთამაშე გადაწყვეტს თავის ბედს. თუ მას წასვლა მოუნდება, ჩვენ ვერ დავაკავებთ. რაც შეეხება კომპენსაციის შესახებ ხელშეკრულების პირობით გათვალისწინებულ პუნქტს – ეს თემა ესპანეთში უფრო აქტუალურია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. იტალიაში ასეთი პირობები მხოლოდ იგუაინსა და პიანიჩს აქვთ. ზოგადად ასეთი წინაპირობების წინააღმდეგი ვარ”, - თქვა მაროტამ Mediaset-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა არგენტინელი “ბიანკონეროს” რიგებში 2015-2016 წლების სეზონში გამოჩნდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში ჩატარებულ 113 მატჩში 55 გოლი გაიტანა.