საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა გოგა ბითაძემ “მეგა ლეკსის” ძირითად გუნდში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ადრიატიკის ლიგის სუპერთასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში მისმა გუნდმა “იგოკეას” 83:72 აჯობა.
გოგა ძირითად შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროში ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა გუნდს 12 ქულა, 2 პასი და 2 მოხსნა შესძინა.
1/2-ფინალში “მეგა ლეკსი” “ცედევიტას” შეხვდება, მატჩი 22 სექტემბერს თბილისის დროით 20:45 საათზეა ჩანიშნული.