ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი მესუტ ოზილი გამოჯანმრთელდა. 28 წლის მოთამაშეს კუნთი ჰქონდა დაზიანებული, მან ტრავმა პრემიერლიგის მე-4 ტურში მიიღო.
მოსალოდნელია, რომ გერმანელი ფეხბურთელი 25 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურში, “ვესტ ბრომვიჩის” წინააღმდეგ ითამაშებს.
მიმდინარე სეზონში ოზილმა 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა პროდუქტიულობით ვერ გამოირჩევა.