ლეო მესიმ პოკერი შეასრულა “ბარსელონა”-“ეიბარის” მატჩში (6:1), თუმცა არგენტინული Ole მაინცდამაინც აღფრთოვანებით არ გამოეხმაურა ამ ამბავს:
“ლეო, რამდენიმე გოლი ნაკრებისთვისაც შეინახე”.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მესი “ბარსელონაში” და მესი ნაკრებში – ორი სხვადასხვა ფეხბურთელია. მან 2018 წლის მუნდიალის შესარჩევში მხოლოდ 4 გოლის გატანა შესძლო და აქედან ორი პენალტით მოახერხა.