კალათბურთი

0:56 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ხოშტარია: "ვეცდებით ღირსეულად ვითამაშოთ"

თბილისის “დინამოსთვის” ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტუტულოვანმა გუნდმა “ხუვენტუტთან” მატჩი 60:72 დათმო. თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს დინამოელეთა მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია გაესაუბრა და აღნიშნა, რომ გულდასაწყვეტი მარცხი განიცადეს.

“მთავარი მინუსი იყო ის, რომ ჩვენ სულ რაღაც 10 დღეა რაც შევიკრიბეთ. ამას ვიძახდი პირველი დღიდან. ეს არ არის ის გუნდი, რომ ჩვენ დაგვჩაგრონ. საქართველოს კლუბებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ მოწინააღმდეგეს. ამას უნდა მხარდაჭერა, გვერდში დგომა და სწორი მიმართულება. დამტკიცდა დღესაც, თუმცა ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი. გვქონდა მარტივი შეცდომები. მოწინააღმდეგე იყო ჩვენზე ფიზიკურად ძლიერი. მომდევნო თამაში ზეგ გვაქვს და შევეცდებით ვითამაშოთ ღირსეულად. ნამდვილად იყო შანსი და ამაზე გული ძალიან მწყდება”, - თქვა ირაკლი ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 21 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120703