ფეხბურთი

22:33 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის დელეგაცია უეფაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი უეფას მე-13 რიგგარეშე კონგრესს დაესწრებიან, რომელიც ჟენევაში, 20 სექტემბერს გაიმართება.

სფფ-ის ხელმძღვანელები უკვე ჟენევაში იმყოფებიან და ევროპის სხვა ეროვნული ასოციაციების ხელმძღვანელებთან ერთად უეფას კონგრესამდე ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ფედერაციების უმაღლესი პირების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრის მთავარი თემა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების 2018-2020 წლების შესარჩევი ტურნირები იყო, მათ შორის „ერთა ლიგა“, რომელშიც ევროპული ნაკრებები მომავალი წლიდან ჩაერთვებიან. ნაციონალური ასოციაციების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეო-ასისტენტი მსაჯის (VAR) საკითხიც განიხილეს.

gff.ge

0.118368