ჩოგბურთი

15:50 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო  

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის 1/16-ფინალში რეიტინგის 148-ე ნომერი, ფრანგი ვინსენტ მილოტი 2:6, 7:6, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა.

ნიკამ თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და პირველი სეტი უშანსოდ წააგო. მეორე პარტიაში კი ბასილაშვილმა ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო. მესამე, გადამწყვეტ სეტში, ქართველი ჩოგბურთელი 0:2-ს აგებდა, თუმცა ორი ბრეიკის გაკეთება მოახერხა და 1/8-ფინალში გავიდა.

მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერს ჟილ მიულერს შეხვდება. მატჩი 21 სექტემბერს თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში ნიკა ლუქსემბურგელთან 0:2-ს აგებს.

0.114301