საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ამერიკის ღია პირველობის შემდეგ აღარ უთამაშია, დღეს მეცის ტურნირზე იასპარეზებს.
ნიკოლოზის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 148-ე ჩოგბურთელი, ფრანგი ვინსენტ მილოტი იქნება. ბასილაშვილი-მილოტის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ტურნირის საპრიზო ფონდი 540 310 ევრო შეადგენს.