ფეხბურთი

20:40 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიბალა: "მე ვარ პაულო დიბალა და არა ლიონელ მესი"

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ პაულო დიბალას ბევრი ლიონელ მესის ადარებს. 23 წლის არგენტინელმა შემტევმა სეზონი ისე დაიწყო, რომ ასეთი საუბრები კიდევ უფრო გახშირდა.

თუმცა, თავად დიბალა მიიჩნევს, რომ მესისთან შედარება უადგილოა:

“მე არ ვარ მესი – მე ვარ პაულო დიბალა. ლიონელმა “ოქროს ბურთი” ხუთჯერ მოიგო და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ამიტომ, ვიფქრობ, ჩვენი შედარება არ შეიძლება”, - აღნიშნა დიბალამ.

პაულო დიბალას მართლაც კარგი პერიოდი უდგას – იტალიის ჩემპიონატის 4 თამაშში 8 გოლი გაიტანა და ორჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გარდა ამისა, იტალიის სუპერთასზეც დუბლით გამორჩა და მოკლედ, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე უკვე 10 გოლია...

1.075753