ფეხბურთი

22:08 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

კონტე მორატას თამაშით კმაყოფილია

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ “არისტოკრატთა” რიგებში ესპანელი ფორვარდის, ალვარო მორატას თამაში შეაფასა და კმაყოფილება გამოთქვა.

“არ ვიცი მორატას აქვს თუ არა რაიმე ფიზიკური პრობლემა. ჩემი აზრით, მას კარგი თამაში ჰქონდა “არსენალის” წინააღმდეგ.

კმაყოფილი ვარ მისი შესრულებით. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ალვარო ბევრს მუშაობს ბურთზე. მუდმივად ურთიერთობს ფლანგებზე შემტევ ნახევარმცველებთან ვილიანთან და პედროსთან.

ჩემთვის კონკრეტულ გოლებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელი თუ გაიტანს, ყველა იტყვის, რომ კარგად ითამაშა, თუ ვერ გაიტანა, იმასაც იტყვიან, რომ ცუდად ითამაშა. მე მორატას თამაშით კმაყოფილი ვარ”, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ კვირას, “ლურჯებმა” “მეთოფეებთან” ფრედ (0:0) ითამაშეს და პრემიერლიგის ხუთ ტურში მოპოვებული 10 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

0.119249