“რეალ სოსიედადისა” და მადრიდის “რეალის” მატჩის შემდგომ, რომელშიც “სამეფო კლუბმა” 3:1 სძლია მეტოქეს, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გარეტ ბეილი ძალიან დიდი ფეხბურთელია.
“ცოტა ხნის წინ საუბარი იყო, რომ ბეილი უნდა წასულიყო, თუმცა მან ყველას აჩვენა თუ რამდენად დიდი ფეხბურთელია. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მან საოცრად ითამაშა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გოლი გაიტანა. მან მოახერხა ყველას დაენახა, თუ რამდენად საჭირო მოთამაშეა.
ტექნიკურად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს არ არის მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ვაპირებ გავხსნა ის ნაბიჯ-ნაბიჯ. ვიცი, რომ მას ბევრად მეტი შეუძლია. მოთმინება აუცილებელია”, - განაცხადა ზიდანმა.