კალათბურთი

14:24 | 18.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

1999 წლის შემდეგ პირველად - ევრობასკეტის საუკეთესო მექულე ნბა-ში არ თამაშობს

რუსეთის ნაკრების ლიდერი ალექსეი შვედი 1999 წლის შემდეგ პირველი კალათბურთელია, რომელიც ევრობასკეტზე საუკეთესო მექულე გახდა და ნბა-ში არ თამაშობს.

18 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მექულე ესპანელი ალბერტო ჰერერო გახდა, რომელიც “რეალში” თამაშობდა.

შვედი ევრობასკეტზე საშუალოდ ერთ შეხვედრაში 24.3 ქულას აგროვებდა, მეორე ადგილზე დენის შროდერია - 23.7 ქულით, მესამე პოზიციაზე კრისტაპს პორზინგისი (23.6).

0.118208