ფეხბურთი

21:30 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა ლიგის ჯგუფურ ეტაპს სრულად დააკლდება

მანჩესტერ “იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდს რამდენიმე თვე გამოაკლდება. მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაზელისთან” დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო და ის მე-19 წუთზე ფელაინმა ჩაანაცვლა.

თავდაპირველად მიიჩნევდნენ, რომ ტრავმა არც თუ ისე სერიოზული იყო და მხოლოდ რამდენიმე კვირა გაუცდებოდა, თუმცა “წითელი ეშმაკების” სამედიცინო პერსონალის ინფორმაციით პოგბას ტრავმის მოსაშუშებლად მინიმუმ 3 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მთლიანად გაუცდება.

0.11676