კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი უსმან დემბელე ტრავმირებულია. 20 წლის ფრანმგმა მოთამაშემ მარცხენა ფეხზე დაზიანება ლა ლიგის მე-4 ტურში, “ხეტაფესთან” დაპირისპირების დროს მიიღო, რომლის შემდგომაც 29-ე წუთზე დეულოფეუმ ჩაანაცვლა.
კატალონიური კლუბის ოფიციალურმა ტვიტერმა დაწერა, რომ 20 წლის მოთამაშეს მარცხენა ფეხზე აქვს დაზიანება.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით დემბელეს 3 კვირა გაუცდება, თუმცა ცოტა ხნის წინ კლუბის ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ მოთამაშის კუნთის დაზიანება სერიოზულია და 3-დან 5 თვემდე იუქმებს.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა “ბლაუგრანას” შემადგელობაში 3 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.