ფეხბურთი

16:45 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს ფართო არჩევანი აქვს

დიდი ალბათობით, ჯანლუიჯი ბუფონი ბოლო სეზონს ატარებს ფეხბურთელის ამპლუაში. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ, შესაძლოა, ფიფაში დაიწყოს მუშაობა.

არადა, ბუფონს ადგილს უმზადებენ როგორც “იუვენტუსში”, ასევე იტალიის ფეხბურთის ფედერაციაშიც. აი, ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო კი იტალიელ მეკარეს თავის მრჩევლად განიხილავს - ფეხბურთის განვითარების კუთხით.

არის კიდევ ერთი ვარიანტი: ამერიკულ მლს-ში, კერძოდ, “ნიუ იორკ სიტიში” გადასვლა.

0.116662