ფეხბურთი

20:59 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრები: ტიტემ შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების შემაგდენლობა მსოფლიოს ჩემპიონატი შესარჩევი ციკლის უკანასკნელი მატჩებისთვის უკვე ცნობილია. ტიტემ “პენტაკამპეონელთა” რიგებში 24 ფეხბურთლს უხმო.

ბრაზილიის ნაკრები ოქტომბრის მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ალისონი (“რომა”, იტალია), კასიო (“კორინთიანსი”), ედერსონი (“სიტი”, ინგლისი)

მცველები: დანი ალვეში (პსჟ, საფრანგეთი), დანილო (“სიტი”, ინგლისი), ფილიპე ლუისი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ჟემერსონი (“მონაკო”, საფრანგეთი), მარსელო (“რეალი”, ესპანეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (“ინტერი”, იტალია), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი)

ნახევარმცველები: არტური (“გრემიო”), კაზემირო (“რეალი”, ესპანეთი), დიეგო (“ფლამენგო”), ფერნანდინიო (“სიტი”, ინგლისი), ფრედი (“შახტარი”, უკრაინა), პაულინიო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპული”, ინგლისი), რენატო აუგუსტო (“ბეიჯინგი”, ჩინეთი), ვილიანი (“ჩელსი”, ინგლისი)

თავდამსხმელები: დიეგო ტარდელი (“შანდონგი”, ჩინეთი), რობერტო ფირმინო (“ლივერპული”, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (“სიტი”, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი)

ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, შესარჩევი ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას ბოლივიისა და ჩილეს ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. ტიტეს გუნდი 6 ოქტომბერს, ლა პასში, ბოლივიას ესტუმრება, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ჩილეს უმასპინძლებს.

0.128013