უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ “ლივერპულის” შემტევი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი დასახელდა. ეგვიპტელმა ფეხბურთელმა გამოკითხულ გულშემატკივართა ხმების 51% დააგროვა.
მეორე ადგილზე “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი გავიდა, რომელსაც ხმების 20% ერგო, სამეულში 12%-ით კრიშტიანუ რონალდუც შევიდა.
აქვე გთავაზობთ გულშემატკივართა სხვა რჩეულების სიას:
4. ხამეს როდრიგესი (ბაიერნი) - 7%
5. ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი) - 4%
6. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) - 3%
7. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) - 2%
8. ტაისონი (შახტარი) - 1%