“ლივერპული” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იტალიური “ლაციოდან” ცენტრალური მცველის - სტეფან დე ვრეის გადაბირებას ეცდება. რომაელები გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვას არ აპირებენ, თუმცა “წითლები" იმედოვნებენ, რომ გარიგების ორგანიზებას მოახერხებენ.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ჰოლანდიელის დამატებას იავნარში აპირებს.
გასულ სეზონში 25 წლის მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.