კალათბურთი

13:20 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი და ცინცაძე “დინამოში” ითამაშებენ

თბილისის “დინამომ” ევროტურნირის წინ ორი გამოცდილი ქართველი კალათბურთელი დაიმატა - ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გიორგი ცინცაძე. ამ ინფორმაციას კლუბის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

“დინამო” ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ესპანურ “ხუვენტუდს” შეხვდება. პირველი მატჩი 19 სექტემბერს თბილისში გაიმართება, ხოლო მეორე - 21 სექტემბერს ესპანეთში.

0.114145