ნბა-ში გატარებული 14წლისშემდეგ, 35 წლის ბორის დიაო კარიერას ფრანგულ “ლევალუაში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას Eurohoops-ი ავრცელებს.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დიაომ ნბა-ში სულ 1064 მატჩი ჩაატარა, სადაც საშუალოდ 8,6 ქულას, 4,4 მოხსნასა და 3,5 პასს აგროვებდა.
ბორისს “ატლანტაში”, “ფინიქსში”, “შარლოტ ბობკეტსში”, “იუტასა” და “სან ანტონიოში” უთამაშია, 2014 წელს კი ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ნბა-ს ჩემპიონი გახდა.