ფეხბურთი

11:25 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე სწრაფები ბუნდესლიგაში (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის youtube არხმა ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელები წარმოადგინა. რეიტინგის პირველ პოზიციაზე “ლევერკუზენის” ნახევარმცველი კარიმ ბელარაბია, რომელიც 35,27 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. მეორე ადგილზეა “აუგსბურგის” ნახევარმცველი მარცელ ჰელერი (35,16 კმ/სთ), მესამეზე “ჰოფენჰაიმის” მცველი ნიკო შულცი (35,11).

ათეულში მოხვდნენ: კევინ ფოგტი (“ჰოფენჰაიმი”, 35,09), მეთიუ ლეკი (“ჰერტა”, 35,04), ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”, 35,02), კინგსლი კომანი (“ბაიერნი”, 35,0), ბერნარდო (“ლაიპციგი”, 34,98), დეიოტ უპამეკანო (“ლაიპციგი”, 34,85), ლევინ იოზტუნალი (“მაინცი”, 34,83).

0.114975