ფეხბურთი

1:04 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები და ევროპა ლიგა

ევროპა ლიგაზე მიმდინარე სეზონში ოთხი ქართველი ფეხბურთი ასპარეზობს. აქედან სამი პირველი ტურში საქმეში ვიხილეთ.

სოლომონ კვირკველიას “ლოკომოტივმა” დანიის ჩემპიონ “კოპენჰაგენთან” სტუმრად ითამაშა და შინ დადებითო შედეგით დაბრუნდა – 0:0. ტრადიციულად მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მცველი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა. კვირკველია თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ და “ლოკომოტივმა” გოლი რომ არ გაუშვა, მისი წვლილიც დიდია.

წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა არნემის “ვიტესს”. ჰოლანდიური გუნდი საკუთარ მოედანზე რომის “ლაციოსთან” (2:3) დამარცხდა. არადა, “ვიტესი” ორჯერ იგებდა, მაგრამ ალესანდრო მურჯიას 75-ე წუთზე გატანილმა გოლმა გამარჯვება იტალიელებს მოუტანა. კაშიას მე-20 წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ თავური დარტყმა "ლაციოს" კარს მცირედით ასცდა. არნემელთა ქართველი კაპიტანი შეუცვლელად გაისარჯა.

ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” სკოპიეში “ზენიტთან” განადგურდა – 0:5. სკოპიელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა ქართველმა შემტევმა, მაგრამ ყვითელი ბარათის გარდა განსაკუთრებულს ვერაფერს გამორჩა.

ვაკო გვილიას “ბატემ” ბელგრადში, “ცრვენა ზვეზდასთან” ფრე ითამაშა – 1:1. ქართველი ფეხბურთელი ბოლო დროს “ბატეს” შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამჯერადაც ასე იყო, განაცხადში არ ყოფილა.

0.192935