კალათბურთი

13:54 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი: “დონჩიჩი ნბა-ს ვარსკვლავი გახდება”

ესპანეთის ნაკრების ლიდერმა პო გასოლმა სლოვენიელი ამომავალი ვარსკვლავის, ლუკა დონჩიჩის შესახებ ისაუბრა.

“დონჩიჩს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. ის წლევანდელი სლოვენიის ნაკრების წარმატების მთავარი გასაღებია. დარწმუნებული ვარ, ლუკა ნბა-ს ვარსკვლავი გახდება. მას აქვს ყველა მნიშვნელოვანი თვისება, რომ ვარსკვლავი გახდეს”- განაცხადა გასოლმა.

18 წლის ლუკა დონჩიჩი სლოვენიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ახალგაზრდა კალათბურთელმა ლატვიასთან მოგებულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში (103:97) ლომის წილი დაიდო, ლუკამ გუნდს 27 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში სლოვენიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი 14 სექტემბერს, 22:30 საათზე დაიწყება.

0.120736