საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში 103-ე ადგილზეა. სექტემბერში გამართული ორი მატჩის შემდეგ, ქართველებმა ცხრა საფეხურით წინ წაიწიეს.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილებმა რეიტინგში მათზე გაცილებით მაღლა მდგომ ნაკრებებთან ფრედ ითამაშეს: ირლანდიასთან და ავსტრიასთანაც 1:1. როგორც იცით, რეიტინგი ბოლო ოთხი წლის შედეგებით ჯამდება და გამოგვაკლდა 2013 წლის სექტემბრის თამაშების შედეგები. მაშინ ფრანგებთან 0:0 დავასრულეთ და ფინეთთან 0:1 წავაგეთ.
უშუალოდ ევროპაში კი, ქართველები 44-45-ე ადგილზე არიან.
1 (2) გერმანია – 1606
2 (1) ბრაზილია – 1590
3 (6) პორტუგალია – 1386
4 (3) არგენტინა – 1325
5 (9) ბელგია – 1265
6 (5) პოლონეთი – 1250
7 (4) შვეიცარია – 1210
8 (10) საფრანგეთი – 1208
9 (7) ჩილე – 1195
10 (8) კოლუმბია – 1191
...
13 (18) უელსი - 1089
32 (42) სერბეთი - 789
34 (29) ირლანდია – 769
57 (37) ავსტრია – 632
103 (112) საქართველო – 328
156 (159) მოლდოვა – 148