ევრობასკეტ 2017-ის დასკვნით 1/4 ფინალურ მატჩში სერბეთის ნაკრებმა იტალია დაჩაგრა და 1/2 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ, ბალკანელებმა უპირატესობა მოიპოვეს და შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ხოლო მეორე ნახევარში სხვაობა კიდევ 5 ქულით გაზარდეს და საბოლოოდ 83:67 იმარჯვეს.
სერბეთიდან გამორჩეული ბოგდან ბოგდანოვიჩი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. იტალიიდან საუკეთესო მარკო ბელინელი იყო, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.
იტალია – სერბეთი 67:83 (17:18; 16:26; 15:15; 19:24)
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ნაკრები 1/2 ფინალში რუსეთს დაუპირისპირდება.