კალათბურთი

22:47 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: რუსეთი ნახევარფინალშია

ევრობასკეტ 2017-ის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩში რუსეთის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთის დამარცხება მოახერხა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ბერძნების მცირე უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 37:31 დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმში რუსეთის ნაკრებმა თამაშის გამოსწორება შეძლო და თამაში სასურველ სცენარში გადაიყვანა. სერგეი ბაზარევიჩის შეგირდებმა მესამე პერიოდი ოთხი ქულით მოიგეს, ხოლო დასკვნით მონაკვეთში შვიდი ქულით იმარჯვეს და საბოლოოდ მეტოქე 74:69 დაამარცხეს.

კვლავ საუკეთესო იყო ალექსეი შვედი, რომელმაც საკუთარ გუნდს 26 ქულა, 1 მოხსნა, 5 გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ტიმოფეი მოზგოვმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. ბერძნეთაგან გამორჩეულნი ნიკ კალატესი (25 ქულა, 5 მოხსნა, 7 გადაცემა, 3 ჩაჭრა) და გეორგიოს პრინტეზისი (19 ქულა, 5 მოხსნა, 1 გადაცემა).

საბერძნეთი – რუსეთი 69:74 (24:17; 13:14; 16:20; 16:23)

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრები 1/2 ფინალურ მატჩში იტალიის და სერბეთის გამარჯვებულს შეხვდება.

0.121703