კალათბურთი

19:26 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი და საქართველოს ნაკრები - ორ კვირაში ყველაფერი გადაწყდება

ილიას ზუროსს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის გაგრძელების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.

როგორც Basketball.com-ი იტყობინება, ბერძენი სპეციალისტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წინადადებაზე ფიქრობს და გადაწყვეტილებას უახლოეს ორ კვირაში მიიღებს. ზუროსის განცხადებით, იგი საქართველოში ჩამოვა და სკფ-ის ხელმძღვანელებს გაესაუბრება.

ილიას ზუროსს ევრობასკეტის დასრულების შემდეგ კალათბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამოეწურა, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ბერძენმა ჩვენი ქვეყნის მთავარ საკალათბურთო გუნდში მუშაობა კიდევ ორი წლით გააგრძელოს.

აქვე გეტყვით, რომ მთავარი მწვრთნელის საკითხი უახლოეს მომავალშია გადასაწყვეტი, რადგან საქართველოს ნაკრები ნოემბრის თვეში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ჯერ გერმანიას ეწვევა, მერე კი, სერბეთის ნაკრებს თბილისში დაუხვდება.

0.109667