ფეხბურთი

20:35 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” დე შილიო დააკლდება, კიელინი და მანჯუკიჩი კი მწყობრში არიან

ტურინის “იუვენტუსის” მცველი მატია დე შილიო “ბარსელონასთან” დაპირისპირების დროს დაშავდა და მასიმილიანო ალეგრის პირველი ტაიმის მიწურულს იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელს ტერფი აქვს დაზიანებული, თუმცა ის მოედანს მიღმა დიდი ხანი არ იქნება. სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი მატჩი გაუცდება იტალიის ჩემპიონატში “სასუოლოს” წინააღმდეგ.

“ბებერი ქალბატონის” რიგებში სასიამოვნო სიახლეცაა. მომდევნო მატჩში გუნდს დაუბრუნდებიან თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი და მცველი ჯორჯო კიელინი, რომლებმაც ტრავმები მოიშუშეს.

0.122485