კალათბურთი

16:04 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსი” ბრაიანტის მაისურს უკვდავყოფს

“ლეიკერსი” დეკემბრის თვეში “გოლდენ სტეიტთან” მატჩის დროს კობი ბრაიანტის მაისურების უკვდავყოფას აპირებს. კლუბი ბრაიანტის 8 და 24-ნომრიან მაისურებს ხმარებიდან ამოიღებს.

კობი 1996-2006 წლებში 8-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, ხოლო 2007-2016 წლებში - 24-ნომრიანი მაისურით.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი ნბა-ს 5-გზის ჩემპიონია (2000, 2001, 2002, 2009, 2010)

0.12052