ფეხბურთი

14:18 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: “პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა ის, რაც ამ თამაშის მთავარი მიზანი იყო”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “იუვენტუსთან” მოგებული მატჩი (3:0) შეაფასა და აღნიშნა, რომ “ბარსამ” ამ გამარჯვებით ჯგუფში შემდგომი ბრძოლის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადადგა.

“ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამ გამარჯვებას, რადგან ჯგუფში შემდგომი ბრძოლის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადავდგით. კარგი თამაში ვაჩვენეთ. პირველ ტაიმში ტურნინელებს პრობლემები ჰქონდათ, თუმცა მაინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოლის გატანას მოახერხებდნენ.

როდესაც ლეო მესი ბურთს იღებს, ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც კარგი მოხდება და პირველი ტაიმის ბოლოს მოხდა ის, რაც ამ თამაშის მთავარი მიზანი იყო”, - თქვა ვალვერდემ.

0.127084