კალათბურთი

1:23 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ-2017: 1/2-ფინალი ესპანეთი – სლოვენია

ევრობასკეტ-2017-ის 1/4-ფინალურ შეხვედრაში იგორ კოკოშკოვის სლოვენიამ ლატვია მძიმე ბრძოლაში103:97 დაამარცხა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი დამაჯერებლად 11-ქულიანი სხვაობით მოიგო. მეორე მეოთხედში ბალტიისპირელებმა თამაში გამოასწორეს და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით 55:51 დამთავრდა. მესამე პერიოდის დასაწყისში სლოვენიამ მეტოქეს 9 უპასუხო ქულა გაუკეთა და მას შემდეგ თამაშის ბოლომდე ბაგატსკისის შეგირდები მდევრის როლში იყვნენ.

მატჩის ბოლო წუთებზე პორზინგისს ჰქონა თავისი გუნდის დაწინაურების შანსი, მაგრამ “ნიუ იორკ ნიქსის” კალათბურთელს სიზუსტემ უმტყუნა. საბოლოოდ კი სლოვენიამ მეტოქე გამოცდილების ხარჯზე აჯობა.

34 ქულით და 6 მოხსნით ლატვიაში საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი იყო. სლოვენიაში გორან დრაგიჩს 26 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჰქონა. მნიშვნელოვან მომენტში ჩააგდო ორი სამქულიანი დონჩიჩმა, რომელმაც ჯამში 27 ქულა მიითვალა.

1/2-ფინალში სლოვენიას ესპანეთს დაუპირისპირდება, ეს ის ორი ნაკრებია, რომელსაც ევრობასკეტ-2017-ზე არც ერთი წაგება არ აქვს. მატჩი 14 სექტემბერს 22:30 საათზე გაიმართება.

სლოვენია – ლატვია 103:97 (34:23, 17:32, 25:11, 27:31)

სტატისტიკა

0.126013