საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი-ოფში 2:2 ითამაშა რუმინეთთან. ეს პირველი მატჩი იყო და გასვლაზე 2:2 ცუდი შედეგი არაა. 26 სექტემბერს კი თბილისში შედგება საპასუხო შეხვედრა და წყვილში გამარჯვებული ევროპის 12-გუნდიან ჩემპიონატზე ითამაშებს.
სულაც მოგება შეიძლებოდა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ გაიტანა, მე-15 წუთზე კი მურთაზ კაკაბაძემ გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარში სავიო ვალადარესმა ორი გოლი მიითვალა, კიდევ 15 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
წარმოგვიდგენია, რა ამბავი იქნება 26-ში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ისტორიული შედეგისგან არცთუ შორსაა. ერთი ნაბიჯი რჩება.
საქართველოს შემადგენლობა რუმინეთთან: ჯამბურია, თოფურია, რონინიო, კურტანიძე, ფუმასა; ბუკია, ნიშნიანიძე, კობაიძე, კაკაბაძე, მაისაია, ნიყვაშვილი, თოდუა.