35 წლის პერო ანტიჩი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ანტიჩი განვლილ სეზონში “ფენერბახჩეს” ღირსებას იცავდა და ევროლიგის გამარჯვებული გახდა.
პერო 2013-2015 წლებში ნბა-ში კერძოდ “ატლანტა ჰოუქსში” თამაშობდა.