კალათბურთი

13:56 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ტონი ალენი კარიერას “ნიუ ორლეანში” გააგრძელებს

35 წლის უკანახაზელი ტონი ალენი კარიერას “ნიუ ორლეან პელიკანსში” გააგრძელებს, აღნიშნულ ინფორმაციას Yahoo ავრცელებს. წყაროს ცნობით, ალენი “პელიკანსთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ტონი 2004-2010 წლებში “ბოსტონის” ღირსებას იცავდა, სადაც 2008 წელს ნბა-ს ჩემპიონი გახდა. 2010-2017 წლებში ის “მემფისში” თამაშობდა.

განვლილ სეზონში უკანახაზელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.1 ქულას, 5.5 მოხსნას და 1.4 პასს აკეთებდა.

0.117874