ფეხბურთი

13:23 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის “კოლხეთს” შტელინი გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთი 1913”-ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ალექსანდრ შტელინი დაინიშნა. 63 წლის სპეციალისტი, რომელიც უკრაინისა და ბელგიის მოქალაქეა, ქართულ კლუბს მიმდინარე წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

"მწვრთნელთან კონტრაქტის პირობები შევათანხმეთ. შტელინი „კოლხეთში“ წლის ბოლომდე იმუშავებს. მიმაჩნია, რომ ეს იყო საუკეთესო ვარიანტი, რადგან ის საქართველოს და ჩვენი ფეხბურთის სპეციფიკას კარგად იცნობს და ადაპტაცია არ დასჭირდება” - ციტირებს „კოლხეთის“ დირექტორის თემურ ბარქაიას სიტყვებს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

ალექსანდრ შტელინს საქართველოს ჩემპიონატში აქამდეც უმუშავია, ის 2002-2003 და 2015-2016 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ თავკაცობდა.

„კოლხეთი“ მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდი 25 ტურში მოპოვებული 19 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. ფოთელებს ბოლოს გელა სანაია წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა კლუბის ხელმძღვნელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ცოტა ხნის წინ დატოვა.

0.11262