მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტომას მიულერი წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ “მანჩესტერში” გადასვლა შეეძლო, თუმცა ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
“იყო პერიოდი, როცა “მანჩესტერში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ საქმეში “ბაიერნი” ჩაერთო და ჩემს გუნდში დარჩენას მხარი დაუჭირა. მითხრეს, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი და ამის შემდეგ წასვლაზე აღარ მიფიქრია”, - უთხრა მიულერმა Kicker-ს.
ტომას მიულერს ბოლო დროს “ბაიერნში” კარგი პერიოდი არ აქვს. კარლო ანჩელოტი მას ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზამთარში იგი მიუნხენს დატოვებს.
ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად “არსენალს”, “ჩელსისა” და “ლივერპულს” უკავშირებენ.