ახლო წარსულში გამორჩეული ჰოლანდიელი მცველი ფრანკ დე ბური სამწვრთნელო ასპარეზზე ფეხბურთელობის ნახევარიც რომ იყოს, მის ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. მაგრამ ასე არაა და ჰოლანდიელს ლამის ყოველ 6 თვეში ახალი სამსახურის ძებნა უწევს.
დე ბური “კრისტალ პალასმა” დაითხოვა. ინგლისურმა გუნდმა აღნიშნული ინფორმაცია უკვე დაადასტურა. მიზეზი რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია: “კრისტალ პალასს” პრემიერლიგის ოთხ ტურში ქულაც არ მოუპოვებია და გოლიც არ გაუტანია.
აქვე გეტყვით, რომ დე ბური გასული სეზონის სტარტზე მილანის “ინტერიდან” ასევე საშინელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
რაც შეეხება ლონდონურ გუნდს, დიდი ალბათობით როი ჰოსჯონი ჩაიბარებს, რომელიც ინგლისის ნაკრებიდან დათხოვის მერე, უმუშევარია.