ფეხბურთი

2:00 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: “კაჭკაჭებმა” მეორედ იმარჯვეს, “არწივები” კვლავ უქულოდ არიან

პრემიერლიგის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა. “ბარნლი” საკუთარ მოედანზე უქულოდ მყოფ “კრისტალ პალასს” დაუხვდა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი ძალიან სწრაფად მესამე წუთზე გავიდა და ეს ბურთი სტუმართა კორეელი ლეგიონერის ლის უხეშ შეცდომას მოჰყვა, რომელმაც კრის ვუდი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამ უკანასკნელს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. სტუმრებს ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ დარჩენილი და დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდნენ, არაერთი საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ ძალიან არ გაუმართლათ და კვლავ ცხრილის ფსკერზე დარჩნენ – 1:0.

ზედიზედ მეორე მატჩში იმარჯვა “ნიუკასლმა”, რომელმაც გასვლაზე “სუონსის” დამარცხება მოახერხა. ერთადერთი გოლის გატანა 76-ე წუთზე ლასკელესმა მოახერხა და “კაჭკაჭებს” 3 ქულა გაუფორმა – 0:1.

ბარნლი – კრისტალ პალასი 1:0 (1:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-2): ჰიტონი (პოპი36), ტარკოვსკი, მი, ს.უარდი, ლოუტონი, დეფური (ვესტვუდი 82), კორკი, ბრედი, გუდმონდსონი, ვოკსი (ბარნესი 64), ვუდი.
მწვრთნელი: შონ დიჩი

კრისტალ პალასი (4-3-3): ჰენესი, ფოსუ-მენსა, დანი, ჯ.უარდი, შლუპი, პანჩონი, კაბაიე, მაკარტური (რიედევალდი 81), ლი (ლუმეკა 65), თაუნსენდი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ფრანკ დე ბური

გოლი: ვუდი (3)
გაფრთხილებები: ბრედი – ბენტეკე
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

სუონსი – ნიუკასლი 0:1 (0:0)

სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”

სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი, ფ.ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი, ნოუტონი, რ.სანჩესი (ბონი 69), კლუკასი, ტ.კეროლი (ნარსინგი 86), ფერი, ჯ.აიუ, აბრაჰამი.
მწვრთნელი: პოლ კლემენტი

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, კლარკი, ლასკელესი, გამესი, მანკილიო, ჰეიდენი (დიამე 69), მერინიო, ა.პერესი, რიტჩი, მერფი (ატსუ 59), ხოსელუ (გაილი 78).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლი: ლასკელესი (76)
გაფრთხილებები: ნოუტონი, ფერი – ჰეიდენი, რიტჩი, გაილი
მსაჯი: მაიკ ჯონსი

0.114953