დღეს, შესაძლოა, გიორგი ჩაკვეტაძის ბელგიური დებიუტი შედგეს. "გენტი" "გენკს" უმასპინძლებს და 18 წლის ქართველი ნახევარმცველი სამატჩო განაცხადშია 7 ნომრით.
როგორც იცით, გიორგიმ ამ ზაფხულს გააფორმა კონტრაქტი ბელგიურ კლუბთან. "გენტმა" სეზონი ცუდად დაიწყო და ხუთი ტურის შემდეგ, ჯერჯერობით, მოგება არ აქვს - 2 ფრე და 3 მარცხი.
"გენტი"-"გენკი" თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.