ფეხბურთი

17:29 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" "ბარსელონასთან" მატჩში რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრაში გუნდს ნახევარმცველები სამი ხედირა და კლაუდიო მარკიზიო ვერ დაეხმარებიან. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რამდენიმე ფეხბურთელი მოედანზე გასვლის საკითხი.

"ჯორჯო კიელინის ჯერ კიდევ შეუძლია შემადგენლობას დაუბრუნდეს, ხედირა და მარკიზიო კი გამოირიცხა. ასევე უცნობია სანდრო და მარიო მანჯუკიჩი ითამაშებენ თუ არა. კუადრადო კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს შეხვედრას. ორშაბათს გადავწყვიტავთ თუ როგორი ტაქტიკით ვითამაშებთ." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ბარსელონას" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 12 სექტემბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება.

0.123878