კალათბურთი

3:10 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტ 2017: საბერძნეთმა ლიტვა შინ გაისტუმრა

ევრობასკეტ 2017-ის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღის დასკვნით მატჩში ლიტვის ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და საკმაოდ მოულოდნელად, უშანსოდ დამარცხდა.

B ჯგუფის გამარჯვებული C ჯგუფის მე-4 ადგილოსანთან ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა და 1/4 ფინალის საგზური საბერძნეთის ნაკრებმა მოიპოვა, ხოლო ლიტვის ნაკრებს შინ მოუწევს დაბრუნება.

საბერძნეთმა პირველივე პერიოდში უპირატესობა მოიპოვა და 8 ქულით იმარჯვა, ლიტველებმა შესვენებამდე ბევრი ვერაფერი მოახერხეს და მხოლოდ 7 ქულამდე დაიყვანეს სხვაობა, ტაიმი 30:37 დასრულდა.

მეორე ნახევარში ლიტველების გამოცოცხლების ნაცვლად, უპირატესობას კვლავ საბერძნეთი ფლობდა და მეოთხე პერიოდის წინ, საკუთარი უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, ხოლო მატჩის დასკვნითი პერიოდი თანაბარი გამოდგა და საბოლოოდ ბერძნებმა 77:64 იმარჯვეს.

ბერძენთაგან გამორჩეული კოსტას სლოუკასი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა და 4 გადაცემა შესძინა. ლიტვადან ყველაზე შედეგიანი მინდაუგას კუზმინსკასი იყო, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრაა. ორმაგი დუბლი შეასრულა იონას ვალანჩუნასმა – 13 ქულა და 15 მოხსნა.

ლიტვა – საბერძნეთი 64:88 (17:25; 13:12; 18:24; 16:16)

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრები 1/4 ფინალში ხორვატიის და რუსეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.114359