ევრობასკეტ 2017-ის პირველი მეოთხედფინალისტი სლოვენიის ნაკრებია. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ფლეი-ოფის გახსნით მატჩში უკრაინა დიდი ანგარიშით დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იოლად გავიდა.
სლოვენია უპირობო ფავორიტი გახლდათ, რაც თამაშითაც დაამტკიცა. ბალკანელებმა მეტოქე მთელი მატჩის განმალობაში დაჩაგრეს. მათ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და გასახდელში 15-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, ხოლო მეორე ნახევარში ეს სხვაობა 24 ქულამდე გაზარდეს და უკვე 1/4 ფინალში მომავალ მეტოქეს ელიან – 79:55.
სლოვენიელთაგან გამორჩეული იყო ენტონი რენდოლფი, რომლის ანგარიშზეც 21 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 ბლოკია. ორმაგი დუბლი შეასრულა ლუკა დონჩიჩმა – 14 ქულა, 10 მოხსნა და 6 გადაცემა, ხოლო კლემენ პრეპელიჩმა 14 ქულა, 2 მოხნა, 3 გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
უკრაინელთაგან საუკეთესო არტემ პოსტოვი გახლდათ, რომელმაც 11 ქულას, 4 მოხსნას და 1 გადაცემას მოუყარა თავი.
სლოვენია – უკრაინა 79:55 (26:17; 16:10; 26:16; 11:12)
შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ნაკრები 1/4 ფინალში ლატვიას და მონტენეგროს შორის გამარჯვებულს შეხვდება.